2. პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით: ,,ვეფხისტყაოსნის,''როგორც ხელნაწერი,ისე სტამბური გამოცემების მოძიება.სხვადასხვა დროისა და სტილის მინიატურების შეგროვება,კვლევა.
3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები მოიძიებენ „ვეფხისტყაოსნის“,როგორც ხელნაწერ, ისე სამბურ გამოცემებს, სხვადასხვა დროისა და სტილის მინიატურებს.
გამოიკვლევენ მათ წარმოშობას, ავტორებს. გაეცნობიან ქართული საერო მინიატურის ისტორიას, ილუსტრაციების შინაარსსა და მხატვრულ მორთულობას. გაეცნობიან საქართველოს ფეოდალური მონარქიის ჩამოყალიბების ხანას. ისტორიული პირების და ნახევრად ისტორიული პირების მოღვაწეობას. დააკვირდებიან რა ასხვა ჰპოვეს პოემაში.
მოძიებული მასალისაგან მოამზადებენ ალბომებს. ვიქტორინის მოსაწყობად მოამზადებენ ალბომებს.მინიატურებისაგან დაამზადებენ „ლოტოს“ და კითხვარებს ვიქტორინის მოსაწყობად. პოემიდან„თინათინის გამეფების“ ეპიზოდის მიხედვით დაწერენ სცენარს და მოაწყობენ ინსცენირებას. იმსჯელებენ პოემის გმირთა ხასიათზე, ჩაცმულობასა და გარეგნობაზე.მათ მსგავსება-განსხვავებაზე. მოსწავლეები თავად შექმნიან ილუსტრაციებს და მოაწყობენ პერსონალურ გამოფენებს. გადაიღებენ სურათებს,ვიდეოს და განათავსებენ ბლოგზე.
4. მონაწილეთა ასაკი: 15-16 წელი. მე-9 კლასი
5. ვადები/ხანგრძლივობა: 2 თვე
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მასალის მოძიება ინტერნეტის საშუალებით და მოსწავლეებში კვლევა-ძიების, ანალიზის უნარ-ჩვევების ჩამიყალიბება.შემოქმედებითი უნარის განვითარება.
7.მოსალოდნელი შედეგები /პროექტები,რაც შეიძლება, შეიქმნას: შეიქმნება ბლოგი,
სადაც განთავსდება მასალა ,,ვეფხისტყაოსნის''დასურათებისა და და მისი გამოცემების შესახებ.განთავსდება ფოტოგალერეა . ,,ვეფხისტყაოსნის'' თემაზე მოსწავლეთა მიერ შექმნილი ,,ლოტოს'' ელექტრონული ვერსია. ,,ვეფხისტყაოსნის''ეპიზოდების ინსცენირების ამსახველი ვიდეო და ფოტო მასალა.
8.სასარგებლო სხვებისთვის: მოსწავლეები და დაინტერესებული პირები გაეცნობიან ,,ვეფხისტყაოსნის, როგორც ხელნაწერ, ისე სტამბურ გამოცემებს. შეიტყობენ უამრავ საინტერესო მასალას ,,ვეფხისტყაოსნის'' მხატვრულ-ესთეტიკური ღირებულებების შესახებ.გაიღრმავებენ ცოდნას.
9.სამუშაო ენა: ქართული
10.მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
- თბილისის 81-ე საჯარო სკოლა
- ქუთაისის მე-4 საჯარო სკოლა
- ახალციხის საჯარო სკოლა
ისტორია-ისტორიული მემკვიდრეობისადმი პატივისცემის უნარი.სანდო წყაროების საფუძველზე სათანადო დასკვნების გამოტანის უნარი.
ეთნოგრაფია-ეროვნული თავისებურებების კვლევის უნარი.
ხელოვნება- ჩამოუყალიბებს მოსწავლეებს ესთეტიკურ ხედვას
12.პროექტის ფასილიტატორი: მზევინარ თურქაძე
13.ფასილიტატორის ელ.ფოსტა: mzeo05@gmail.com
14.პროექტის ფორუმი:
15.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://05-mzeo.blogspot.com/